06 ოქტომბერი 2024,   21:19
ვრცლად
ისრაელიდან თბილისში მორიგი დამატებითი რეისი შესრულდა

თელ-ავივიდან თბილისში, ცოტა ხნის წინ მორიგი დამატებითი რეისი შესრულდა. მგზავრები "კურიერთან" ყვებიან, რა ვითარებაა მათ სახლებთან. ამბობენ, რომ ქალაქებში მხოლოდ პირველადი საჭიროების ობიექტები მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ რეისები ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით დაემატა- დღეში ოთხი ა-ხუთი რეისი სრულდება.

"სიტუაცია დაძაბულია. არ მუშაობს სკოლები და უნივერსიტეტები. ასევე, დაკეტილია დიდი სავაჭრო ცენტრები. მუშაობენ მხოლოდ აფთიაქები და სურსათის მაღაზიები", - განაცხადა ისრაელიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქემ.

დღის ამბები