06 ოქტომბერი 2024,   21:42
ვრცლად
მოსახლეობა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობას მეტროსადგურებშიც ეცნობა - ცესკოს ინფორმირების კამპანია გრძელდება

ცესკო ინფორმირების ფართომასშტაბიან კამპანიას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. 9 ოქტომბრიდან მოქალაქეებს საშუალება აქვთ ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობას მეტროსადგურებშიც გაეცნონ.

მოქალაქეებისთვის 20 სხვადასხვა მეტროსადგურში, მოწყობილია იმიტირებული კენჭისყრის სივრცე, სადაც ამომრჩევლებს შეუძლიათ პრაქტიკაში თავად გამოცადონ ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების მუშაობა.

საინფორმაციო კამპანიის მიმდინარეობას, ერთ-ერთ მეტროსადგურში დღეს პირადად გაეცნო ცესკოს თავმჯდომარე. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, 12 ოქტომბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, ელექტრონული ტექნოლოგიები იუსტიციის სახლებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოებშიც განთავსდება.

ცნობისთვის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 90% ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოიყენებით მისცემს. ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კი, ელექტრონული აპარატების შესახებ მოსახლეობის დეტალური ინფორმირებაა.

დღის ამბები