06 ოქტომბერი 2024,   21:44
ვრცლად
"ბავშვი ცოლი არ არის" - 14 წლის აითაჯ შახმაროვას ხსოვნის პატივსაცემად პარლამენტის წინ მდუმარე აქცია გაიმართა

"ბავშვი ცოლი არ არის", "დაიცავი ბავშვთა უფლებები" - ამ და სხვა გზავნილებით, ქმრის მიერ მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას ხსოვნისთვის მდუმარე აქცია გაიმართა. მონაწილეებმა პარლამენტის წინ თოჯინები, ყვავილები და სანთლები მიიტანეს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი გამოხატავენ სოლიდარობას ყველა ძალადობის მსხვერპლი გოგოს მიმართ და მოითხოვენ, რომ ქალებსა და არასრულწლოვან გოგონებზე ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ზომები გატარდეს.

აითაჯ შახმაროვა 27 წლის ქმარმა მაშინ მოკლა, როდესაც მსხვერპლი მისგან გაქცევას ცდილობდა.

დღის ამბები