06 ოქტომბერი 2024,   21:54
ვრცლად
პარლამენტის იურიდიული კომიტეტი "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე დღეს მეორე მოსმენით იმსჯელებს

დღეს პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტზე მეორე მოსმენით იმსჯელებენ "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე.

სიახლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა ერთი წლიდან 6 თვემდე მცირდება. გარდა ამისა, ნახევრდება მოქალაქეობის მოპოვებისთვის საქართველოში ცხოვრების დადგენილი 10-წლიანი ცენზიც.

"პროცედურები გამარტივდება. რა თქმა უნდა, ის ძირითადი მოთხოვნები რაც არის, დარჩება, მაგრამ იქნება გარკვეული ვადების შემცირება და პროცედურების გამარტივება, რომლის მიხედვითაც ადამიანებს შეეძლებათ უფრო სწრაფ დროში და ოპტიმალურ ვადებში მიიღონ გადაწყვეტილებები,"- აცხადებს "ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები