06 ოქტომბერი 2024,   21:55
ვრცლად
საავტორო უფლებების ასოციაციებს შორის პოლარიზაციის დასასრულების მიზნით, ავტორ-შემსრულებელთა ნაწილი ერთიანდება

საავტორო უფლებების ასოციაციებს შორის პოლარიზაციის დასრულების მიზნით, ავტორ-შემსრულებელთა ნაწილი ერთიანდება. შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც სფეროში მიმდინარე მოვლენების შესწავლასა და გაანალიზებას გეგმავს, საზოგადოებას შემდგომი ნაბიჯები გააცნო.

ჯგუფი, როგორც "ჯისიეის", "ისე გერას" ორგანიზაციის წევრებით არის დაკომპლექტებული. ისინი თანხმდებიან, რომ კითხვები ორივე ორგანიზაციის მიმართ არსებობს და აუცილებელია მათზე პასუხების მიღება.

საავტორო უფლებების დაცვის კანონში ცვლილებები შევიდა. საქპატენტმა კი გამოაცხადა კონკურსი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისათვის აკრედიტაციის მისანიჭებლად. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებების მიღება 26 ნოემბერს დასრულდება.

დღის ამბები