06 ოქტომბერი 2024,   21:42
ვრცლად
"მოგილოცავთ ვეტერანთა დღეს და გისურვებთ უფლის წყალობას" - პატრიარქის მილოცვა ომის ვეტერანებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ომის ვეტერანებს, ვეტერანთა დღე მიულოცა. მისალოცი წერილი, პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ ვეტერანთათვის მიძღვნილ ღონისძიებაზე წაიკითხა.

"კიდევ ერთი წელი მიითვალა ჟამთა სვლამ, მართალია ეს დიდი დრო არ არის, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში, ზოგიერთი თქვენი თანამებრძოლი მარადიული ცხოვრების მკვიდრი გახდა. მინდა, პირველ რიგში, სწორედ სამშობლოს გარდაცვლილ დამცველთა სულნი დავლოცო და ღმერთს შევავედრო. მათი ოჯახის წევრებსა და თქვენ მოგილოცავთ ვეტერანთა დღეს და გისურვებთ უფლის წყალობას, მხნეობას და შინაგან სიმტკიცეს. გისურვებთ, თქვენი შთამომავლობის, თქვენი ახლობლებისა და საქართველოს მშვიდობითა და კეთილდღეობით გახარებას", - აღნიშნავს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი.

დღის ამბები