06 ოქტომბერი 2024,   21:51
ვრცლად
ადამიანები, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობა დღემდე საკუთარი სისხლის ფასად მოიტანეს - ვეტერანის დღე საქართველოში 

32 წელი საქართველოს სამსახურში, ასობით დაღუპული და 70 000-მდე ვეტერანის სტატუსის მატარებელი - ასეთია საქართველოს იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან მოყოლებული, დღემდე არაერთ საბრძოლო ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა. მათი ნაწილი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის გარდა, იბრძოდა მსოფლიო მშვიდობისთვისაც. კოსოვო, ერაყი, ავღანეთი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ქართველი სამხედროები იყვნენ ყველგან, სადაც მისი სტრატეგიული მოკავშირეები ტერორიზმს ებრძოდნენ.

ბოლო ათი წლის განმავლობაში, ვეტერანები სახელმწიფოსგან ეტაპობრივად გაზრდილ დახმარებას და სხვადასხვა სოციალურ პაკეტებს იღებენ. მათ შორის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულების ოჯახის წევრები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად იღებენ 1000 ლარიან დახმარებას. ყოველწლიურად კი მთავრობა ვეტერანების სადაზღვევო პაკეტში 125 მილიონ ლარს იხდის, 40 მილიონი კი მათი კომპენსაციისთვის. ამას გარდა, ბიუჯეტში გათვალისწინებულია დამატებით 25 მილიონი ლარი, რომელიც ძალოვანი უწყებების ვეტერანებისთვის განკუთვნილ სხვადასხვა სერვისებს ხმარდება.

დღის ამბები