10 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას რამდენიმე საათში დაიწყებს

რამდენიმე საათი საქართველოსთვის უპრეცედენტო სხდომამდე - პარლამენტი პრეზიდენტის გადაყენების პროცედურას იწყებს. საკანონმდებლო ორგანოში შუადღისთვის მისვლას აპირებს სალომე ზურაბიშვილიც.

პრეზიდენტის რჩევა ოპოზიციისთვის - დღევანდელ პროცესს თვალი პარლამენტს გარედან ადევნონ, ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილისთვის გაუგებარია, ნაწილი კი მზად არის ზურაბიშვილის წინადადებას დათანხმდეს.

უმრავლესობა პროცედურის სამართლებრივ მხარეზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ მათთვის მთავარი კონსტიტუციის დარღვევაზე რეაგირება იყო. იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილი თანამდებობიდან გადააყენონ, 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. 

დღის ამბები