06 ოქტომბერი 2024,   21:59
ვრცლად
ნაძალადევში მე-11 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ახალი შენობის დროულად აშენების მოთხოვნით, მშობლებმა და ბავშვებმა აქცია გამართეს

ნაძალადევში მე-11 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, მშობლებმა და ბავშვებმა აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა სკოლის აშენებაა.

მშობლების თქმით, უკვე 3 წელია ტერიტორიაზე სკოლა აღარ დგას და ბავშვებს სიარული სხვა რაიონში უწევთ.

ადგილზე იმყოფებოდა კომპანია "ინსის" წარმომადგენელიც, რომელიც ახალი სკოლის მშენებლობაზეა პასუხისმგებელი. მისი თქმით, პროექტი უკვე მზად არის და მშენებლობა ნოემბერში დაიწყება.

დღის ამბები