06 ოქტომბერი 2024,   21:58
ვრცლად
სტუდენტები ერთწლიან ანაზღაურებად სტაჟირებას ეკონომიკის სამინისტროს მართვაში არსებულ ენერგეტიკულ კომპანიებში გაივლიან

სტუდენტები შემდგომი დასაქმების უფლებით ერთწლიან ანაზღაურებად სტაჟირებას ეკონომიკის სამინისტროს მართვაში არსებულ ენერგეტიკულ კომპანიებში გაივლიან. მემორანდუმს ხელი ეკონომიკის სამინისტროში მოეწერა.

ხელმოწერას დაესწრნენ განათლების სამინისტროს, აგრეთვე იმ ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელები, სადაც სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან.

ენერგეტიკულმა კომპანიებმა განსაზღვრეს სტაჟირების მიმართულებები - ენერგეტიკულის გარდა, სტაჟირების პროგრამა მოიცავს სამართლისა და ბიზნეს-ადმინისტრირების სფეროებსაც.

დღის ამბები