06 ოქტომბერი 2024,   21:58
ვრცლად
6 თვის თამარს საზოგადოების დახმარება სჭირდება

6 თვის თამარს საზოგადოების დახმარება სჭირდება. პატარას დაუდგინდა უიშვიათესი Schwachman Diamond Syndrome, სამკურნალოდ კი ოჯახს მნიშვნელოვანი თანხა სჭირდება.

"სასწრაფოდ! ყოველი წუთი მნიშვნელოვანია !!!

სიტუაცია ძალიან სწრაფად მძიმდება და 6 თვის თამარისთვის თითოეულ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

პატარას დაუდგინდა უიშვიათესი Schwachman Diamond Syndrome, რომელსაც სამწუხაროდ საქართველოში ვერ მკურნალობენ და აქაურმა ექიმებმა ბავშვის სასწრაფოდ გეერმანიაში გადაფრენა ურჩიეს მშობლებს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და უსწრაფესი რეაგირებაა საჭირო.

ოჯახი ყველანაირად ცდილობს რესურსების მობილიზებას, მაგრამ იმდენად სწრაფად ვითარდება პროცესი, რომ ფაქტიურად საათები წყვეტს კლინიკაში გადაფრენის საკითხს.

თითოეული ლარი მნიშვნელოვანია და უდიდესი მადლობა ყველას, ვინც გამოთქვამს დახმარების სურვილს!" - წერენ სოციალურ ქსელში ბავშვის ახლობლები. 

თამარის დედის ანგარიშები:

ნინო გრიგოლავა

TBC
GE87TB7285736010300018

BOG
GE07BG0000000131223933

დღის ამბები