06 ოქტომბერი 2024,   21:42
ვრცლად
თბილისში უმსხვილესი საერთაშორისო კონფერენცია "ეს-ბი-სი სამიტი" გაიხსნა

თბილისში უმსხვილესი საერთაშორისო კონფერენცია "ეს-ბი-სი სამიტი" გაიხსნა. ღონისძიება შავი ზღვის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონების აი-გეიმინგ სექტორს აერთიანებს.

სამიტში სხვადასხვა ქვეყნის ათასზე მეტი დელეგატი, ტოპ მენეჯერები და ექსპერტები მონაწილეობენ.

დელეგატების წინაშე 40-მდე სპიკერი წარდგა. სამიტზე მსჯელობენ ბიზნესის გაფართოებაზე, ინოვაციურ პროექტებზე, აუთ-სორსინგზე, სპორტზე და აი-გეიმინგ ინდუსტრიაზე საქართველოში. სპიკერებმა, ასევე ისაუბრეს იტალიურ გაზეთზეც, "გაზეტა დელო სპორტზე", რომელიც მალე საქართველოშიც გაიყიდება.

დღის ამბები