06 ოქტომბერი 2024,   20:35
ვრცლად
44 დღიანი ყარაბაღის ომის შემდეგ აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ გამოხატა თავისი პოზიცია იმისათვის, რომ დამყარებულიყო მშვიდობა - აზერბაიჯანის პრემიერი

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვის განცხადებით, 44 დღიანი ყარაბაღის ომის შემდეგ აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ გამოხატა თავისი პოზიცია იმისათვის, რომ დამყარებულიყო მშვიდობა:

"მე მინდა მოგახსენოთ, რომ აზერბაიჯანს შესანიშნავი ეკონომიკური სავაჭრო დაკავშირების შესაძლებლობა გააჩნია 4-დან 3 მეზობელთან. მეზობელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ფაშინიანმა წამოჭრა საკითხი და მე მინდა ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო ამის მიმართ.

44 დღიანი ყარაბაღის ომის შემდეგ აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ გამოხატა თავისი პოზიცია იმისათვის, რომ დამყარებულიყო მშვიდობა და გასულ თვეში, ამ ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ, ჩვენ იგივე ინტერესი გამოვხატეთ, რომ ისევ დამკვიდრდეს მშვიდობა, რომელიც განსაკუთრებით შეეხება სატრანსპორტო სფეროს იმ დეკლარაციის შესაბამისად, რომელიც 2020 წლის 9-10 ნოემბერს გაფორმდა, რაც ეხებოდა ყველა კომუნიკაციას, იმიტომ, რომ აზერბაიჯანი ძალიან ბევრს მუშაობდა იმისათვის, თავისი ეს პოზიცია წარმოეჩინა და ჩვენ გვინდა, რომ ეს კომუნიკაცია ნამდვილად ღიად მიმდინარეობდეს, ეს კი მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული.

თუკი მეორე მხარეც მოისურვებს, ჩვენ შეგვიძლია, რომ წინ წავიდეთ და რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ სხვა შესაძლებლობების გამოყენებაც შეგვიძლია," - აცხადებს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი.

შეგასენებთ, სომხეთისა და აზრებაიჯანის პრემიერ-მინისტრები თბილისში იმყოფებიან და "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობენ, რომელიც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.  

დღის ამბები