06 ოქტომბერი 2024,   21:45
ვრცლად
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჩავიდა

სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს ეწვია. ლევან იოსელიანი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - ოძისისა და გრემისხევის მოსახლეობას შეხვდა და გამყოფი ხაზი მოინახულა.

ომბუდსმენს მოსახლეობამ, სოფელში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა, რასაც სახალხო დამცველი და მისი აპარატი შეისწავლის და მომავალი წლის ანგარიშში ასახავს. ომბუდსმენი შეხვედრაზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად იმყოფებოდა.

დღის ამბები