06 ოქტომბერი 2024,   21:35
ვრცლად
ნარკოლოგიურ და ფსიქიატრიულ სერვისებში პაციენტების მართვის სირთულეებისა და გამოწვევების შესახებ კონფერენცია გაიმართა

„ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკოლოგიის დარგების, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს და მათი უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების 100-ზე მეტი წარმომადგენელი.

შეხვედრაზე იმსჯელეს ნარკოლოგიურ და ფსიქიატრიულ სერვისებში პაციენტების მართვის სირთულეებისა და გამოწვევების შესახებ.

კონფერენცია ევროკავშირის დაფინანსებითა და ფონდ „ღია საზოგადოების“ მხარდაჭერით გაიმართა.

დღის ამბები