06 ოქტომბერი 2024,   21:42
ვრცლად
7-8 მარტის აქციებზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საია ახალ ანგარიშს აქვეყნებს

7-8 მარტის აქციებზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ახალ ანგარიშს აქვეყნებს. მომზადებულ დოკუმენტში საუბარია აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტებაზე. საია-ს ხელმძღვანელის განცხადებით, რიგ შემთხვევებში, ხელისუფლების მხრიდან დაძაბული ვითარების განმუხტვა ვერ მოხერხდა.

კვლევას ეხმაურება უმრავლესობაც. მიხეილ სარჯველაძის თქმით, კანონდარღვევის ფაქტების არსებობის შემთხვევაში, უმჯობესია, თუ შესაბამის საგამოძიებო უწყებას მიმართავენ.

"იმ აქციებზე, რომელიც ფასდება, მგონია, რომ სხვა ბევრი თვალშისაცემი გარემოება იყო, რომელიც, ობიექტური დამკვირვებლისა და შემფასებლისთვის, პირველ რიგში, საყურადღებო უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება კონკრეტულ აქტებს, თუ ვინმე მიიჩნევს, რომ სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი, მიმართონ სამართალდამცავ სტრუქტურებს, ამისთვის, გამართული სამართლებრივი სისტემა გვაქვს და შესაბამისად, ეს ყველაფერი კვალიფიციურად, სამართლებრივად შეფასდება და არა ტენდენციურად. არცთუ იშვიათად ხდება, რომ მოგვიანებით, მსგავს ხმამაღალ განცხადებებს რომ აკეთებენ,  სტრასბურგის სასამართლო განიხილავს ხოლმე და ადგენს, რომ ხელისუფლებამ ზედმიწევნით მართლზომიერად იმოქმედა," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები