06 ოქტომბერი 2024,   21:42
ვრცლად
ახალი ასოციაციის GNRA- ის კრებაზე სულ 9 ადამიანი გამოცხადდა - GCA-სა და GERA-ს საინიციატივო ჯგუფი

GCA-სა და GERA-ს ავტორთა საინიციატივო ჯგუფის ინფორმაციით, გუშინ, 29 ოქტომბერს გიგა კობალაძის ახალმა საავტორო უფლებათა ასოციაციამ GNRA-მ რიგგარეშე კრება გამართა.

GCA-სა და GERA-ს ავტორთა საინიციატივო ჯგუფის ცნობით, GNRA- ის კრებაზე სულ 9 ადამიანი გამოცხადდა.

ავტორების აზრით, გიგა კობალაძე მიხვდა, რომ GCA-ის მომავალი აღარ აქვს და ახალი ასოციაციის მეშვეობით, ცდილობს საავტორო უფლებების სფეროში დარჩენას.

"როგორც გავარკვიეთ, გიგა კობალაძე ახლა სხვა ასოციაციის მეშვეობით იწყებს მცდელობას, რომ ქართველი ავტორების კუთვნილი ჰონორარები მიითვისოს. GNRA-დან განუწყვეტლივ ურეკავენ ჩემს კოლეგებს და მოტყუებით ცდილობენ ამ ასოციაციაში გადაყვანას," - აცხადებს საინიციატივო ჯგუფის წევრი, კომპოზიტორი გია მაჭარაშვილი.

GCA-სა და GERA-ს ავტორთა საინიციატივო ჯგუფის ინფორმაციით, ამ ფაქტს ადასტურებს  საქპატენტიდან გამოთხოვილი დოკუმენტები. კობალაძის მიერ ხელმოწერილ წერილში წერია, რომ GCA ტოვებს მომიჯნავე უფლებების ქოლგა ორგანიზაციას და იქმნება ახალი ორგანიზაცია GNRA (საქართველოს მომიჯნავე უფლებათა ასოციაცია).

 

 

(R)

დღის ამბები