06 ოქტომბერი 2024,   21:36
ვრცლად
2023 წლის მესამე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 5,3 პროცენტით გაიზარდა

2023 წლის მესამე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 5,3 პროცენტით გაიზარდა და მილიარდ 447 მილიონი დოლარი შეადგინა. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 29,2 პროცენტით გაიზარდა და 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

უკვე სამ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა მიაღწია 2019 წლის წლიურ მაჩვენებელს. 2023 წლის მესამე კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 28,4 პროცენტით, ხოლო ჯამურად სამ კვარტალში 25,9 პროცენტით გადააჭარბა. 

იანვარ-სექტემბერში 2019 წელთან შედარებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონით გამოირჩევა: ისრაელი (146,7) თურქეთი (142,9), რუსეთი (118,5 ), ევროკავშირი (112, 4).

დღის ამბები