06 ოქტომბერი 2024,   21:52
ვრცლად
განათლებისა მინისტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათთან ერთად კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მეორე საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებები და თემატიკა განიხილა.

საგრანტო კონკურსი, ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, ერთობლივი, ორმაგი საერთაშორისო ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით, საქართველოს უნივერსიტეტების 2,2 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსებას გულისხმობს.

მისი თქმით, ერთობლივი პროგრამების განხორციელების პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულნი დამსაქმებლებიც და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებასა და ინტერნაციონალიზაციას

დღის ამბები