09 ივლისი 2024,   02:23
ვრცლად
დემონსტრანტთა რეკორდული რაოდენობა მადრიდის ქუჩებში - კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა ამნისტია ესპანეთის დედაქალაქში 170 000-მდე ადამიანმა გააპროტესტა

ესპანეთის დედაქალაქში, კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეების ამნისტიასთან დაკავშირებით, პრემიერის განცხადების შემდეგ, პროტესტი არ წყდება. ამჯერად, მადრიდის ქუჩებში დაახლოებით 170 000 ადამიანი გავიდა, - წერს Reuters-ი.

სააგენტოს ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში გამართული დემონსტრაციებისას, ამდენი ადამიანი ქუჩაში ჯერ არ გასულა.

მსვლელობის მონაწილეებს ეჭირათ ესპანეთის დროშები და ბანერები ტექსტებით: "სანჩესი - მოღალატე", "ნუ გაყიდი ესპანეთს"...

Reuters-ის ცნობით, სამოქალაქო ჯგუფების მიერ ორგანიზებულ მსვლელობას ასევე შეუერთდნენ ოპოზიციური კონსერვატიული სახალხო პარტიის ლიდერი ალბერტო ნუნეს ფეიჰო და ულტრამემარჯვენე პარტია Vox-ის ლიდერი სანტიაგო აბასკალი.

პროტესტი ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეების ამნისტია დააანონსა. მომიტინგეები მთავრობას, პირადი სარგებლის გამო, ქვეყნის ინტერესების დარღვევაში ადანაშაულებენ. პრემიერს მთავრობის ფორმირებისთვის სეპარატისტული პარტიის მხარდაჭერა სჭირდება.

დღის ამბები