03 ივლისი 2024,   12:44
ვრცლად
პოლონელმა ფერმერებმა უკრაინასთან სასაზღვრო გადასასვლელის ბლოკირება განაახლეს

პოლონელმა ფერმერებმა, სახელმწიფო სუბსიდიების უზრუნველყოფისა და გადასახადების გაზრდის თავიდან აცილების მოთხოვნით, უკრაინასთან სასაზღვრო გადასასვლელის ბლოკირება განაახლეს, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ფერმერების წარმომადგენელი, რომან კონდროვი, მედიასთან ამბობს, რომ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან მიღწეული ზეპირი შეთანხმების მიუხედავად, წერილობითი დოკუმენტი არ აქვთ, რომელსაც ხელს ორივე მხარე მოაწერდა. "ჩვენ არ მიგვიღია წერილობითი დადასტურება, რომ ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება, ამიტომ ვაგრძელებთ პროტესტს", - ამბობს კონდროვი.

სატვირთო მანქანების პოლონელი მძღოლები 6 ნოემბრიდან ბლოკავენ უკრაინასთან მოსაზღვრე რამდენიმე პუნქტს. 24 დეკემბერს მათ პროტესტი დროებით შეწყვიტეს.

დღის ამბები