03 ივლისი 2024,   13:24
ვრცლად
ინდოეთში ჩაიძირა ნავი, რომელზეც პიკნიკზე მყოფი მოსწავლეები და მასწავლებლები იყვნენ - 14 დაღუპულიდან უმეტესობა ბავშვია

14 ადამიანი დაიღუპა ინდოეთის ტბაში, სადაც ნავი ჩაიძირა. ნავში პიკნიკზე მყოფი მოსწავლეები და 2 მასწავლებელი იყვნენ. დაღუპულთა უმეტესობა ბავშვია.

მაშველებმა რამდენიმე ბავშვის გადარჩენა შეძლეს, ისინი უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სამძებრო სამუშაოები ტბაში ამ დრომდე გრძელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის სავარაუდო მიზეზი, ნავზე დასაშვები წონის გადაჭარბება იყო.

დღის ამბები