პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 85 ხმით, ნინო წილოსანი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. მეათე მოწვევის პარლამენტში ნინო წილოსანს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ნინო წილოსანმა ირაკლი ჩიქოვანი შეცვალა, რომელიც, 8 თებერვალს, თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.