16 ნოემბერი 2024,   11:00
ვრცლად
მოხარული ვარ, მემასპინძლა ირაკლი კობახიძისთვის - მოხდა აზრთა არსებითი გაცვლა საქართველოს მედეგობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერაზე - ჯოზეფ ბორელი

მოხარული ვარ, მემასპინძლა ირაკლი კობახიძისთვის, მოვუწოდე ცხრა ნაბიჯის შესრულების დაჩქარებისკენ, მათ შორის არჩევნების, საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის და უცხოური საინფორმაციო მანიპულაციებისა და ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრაზე მოსაზრებები გაცვალეს.

„მოხარული ვარ, გუშინ მემასპინძლა ირაკლი კობახიძისთვის, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით იმყოფებოდა. მოხდა აზრთა არსებითი გაცვლა რეფორმების ძალისხმევაზე და საქართველოს მედეგობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერაზე. მე მოვუწოდე ცხრა ნაბიჯის შესრულების დაჩქარებისკენ, მათ შორის არჩევნების, საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის და უცხოური საინფორმაციო მანიპულაციებისა და ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით“, – წერს ბორელი.

ბრიუსელში ირაკლი კობახიძის ვიზიტი 20 თებერვალს დაიწყო.

დღის ამბები