ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანება.
ექსპერტი წერს, რომ დამკვეთი უშედეგოდ ცდილობს საქართველოს სახელის დისკრედიტაციას, მიუხედავად იმისა, რომ ლობიზმში 420 000 დოლარი დაიხარჯა.
"რა სასაცილოა არა, გვახსოვს როგორ მოიკლეს თავი რადიკალებმა და მათმა ტელევიზიებმა, რომ საქართველოში "უცხოური აგენტების გამჭვირვალობის კანონი" არ გასულიყო და მისთვის რუსული კანონი ეწოდებინათ. მაგრამ რად გინდა აგერ არის ამერიკული "ფარა," რომელიც გვამცნობს, რომ 420 000 დოლარი დაიხარჯა ტვ ფორმულას ლობიზმში", - წერს ექსპერტი.