16 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
თბილისს ისლანდიის პრეზიდენტი ეწვია

თბილისს, ოფიციალური ვიზიტით, ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი - გუდნი იოჰანესონი ეწვევა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ისლანდიის პრეზიდენტსა და სახელმწიფო დელეგაციას, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია სულავა და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დახვდნენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა, ორბელიანების სასახლეში გაიმართება. რის შემდეგაც, პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ისლანდიის პრეზიდენტი შეხვდება პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართება ოფიციალური დელეგაციის წევრების შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს, საქართველო-ისლანდიის ბიზნესმენთა შეხვედრაშიც, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის მონაწილეობით გაიმართება.

დღის ამბები