საქართველოში ძებნილი და არაერთ დანაშაულში მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილის და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში, ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან შეხვედრას - ევროკავშირის წარმომადგენლობა ეხმაურება.
"გერტ იან კოპმანს რეგულარული შეხვედრები აქვს დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, რასაკვირველია, უკრაინის ჩათვლით" - აღნიშნულია ინფორმაციაში.
"ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა - ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, პირველი ნაბიჯია იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისკენ უნდა გადაიდგას", - ნათქვამია ევროკავშირის გამოხმაურებაში.