16 ნოემბერი 2024,   10:58
ვრცლად
ტრამპი უკრაინას რუსეთთან ომში ერთ ცენტსაც არ მისცემს - ვიქტორ ორბანი

"დონალდ ტრამპი უკრაინას რუსეთთან ომში ერთ ცენტსაც არ მისცემს" - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა დასავლურ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

ვიქტორ ორბანის მტკიცებით, ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატს "დეტალური სამშვიდობო გეგმა" აქვს, რომელიც ბუდაპეშტის პოზიციას ემთხვევა, თუმცა უნგრეთის პრემიერს დეტალებზე აღარ უსაუბრია.

მისივე განმარტებით, ამერიკას აღარ სურს ევროპის უსაფრთხოების დაფინანსება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ორბანი ტრამპს ფლორიდაში, მის რეზიდენციაში შეხვდა.

ამავე დროს ფრონტზე უკრაინული ჯარის შეიარაღების დეფიციტის გამო არსებულ უმძიმეს ვითარებას ადასტურებენ, როგორც ამერიკის, ასევე ევროპის ქვეყნებისა და გაერთიანებების პირველი პირები. გასულ ღამით რუსული დრონებით თავდასხმები იყო უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის, ხარკოვში, ოდესასა და ხერსონში. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც.

 

დღის ამბები