16 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" პირდაპირ ამბობს და სხვები ფარულად, რომ სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, ისინი ამზადებენ ნიადაგს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მოხდეს - შალვა პაპუაშვილი

"ნაციონალური მოძრაობა" პირდაპირ ამბობს და სხვები ფარულად, რომ სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი თავის თანამდებობას სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" წყალობით ინარჩუნებს.

"სინამდვილეში, ეს ზეწოლა არ არის, ეს არის ერთიანი თამაში. სალომე ზურაბიშვილი თავის თანამდებობას ინარჩუნებს სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" წყალობით. ვფიქრობ, რომ ისინი ამზადებენ ნიადაგს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მოხდეს. ამაზე მიგვანიშნებს, როგორც "ნაცმოძრაობის" განცხადებები, ასევე ზოგიერთი უცხოელი აქტორის განცხადება. მათ შორის, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია, რომ მზადდება ნიადაგი - ქართველ ხალხს ამ შეწყალების სახით კიდევ ერთი ფარსი დაუდგან და საერთო ჯამში კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორი შემოიტანონ პოლიტიკის რადიკალიზაციაში", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღის ამბები