16 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
ილია დარჩიაშვილი ფინეთის პრეზიდენტს ალექსანდერ სტუბს შეხვდა

ილია დარჩიაშვილი ფინეთის პრეზიდენტს ალექსანდერ სტუბს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესსა და ამ მიმართულებით, ფინეთის როლზე. ილია დარჩიაშვილმა ფინეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

მან ასევე მადლიერებით აღნიშნა 2008 წელს, საქართველოსთვის გადამწყვეტ პერიოდში, ალექსანდერსტუბის, როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირადი ჩართულობა და წვლილი კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის მიმართულებით. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს.

დღის ამბები