09 მაისი 2024,   14:09
ვრცლად
საქართველოში დღეს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩამოდის

თბილისში დღეს იენს სტოლტენბერგს ელოდებიან. NATO-ს გენერალური მდივანი საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოდის. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სამი საათისთვის არის დაგეგმილი.

მთავრობის ადმინისტრაციაში მოლაპარაკების დასრულების შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებებიც გაკეთდება.

საქართველოში ვიზიტისას NATO-ს გენმდივანი შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტსაც. თბილისიდან იენს სტოლტენბერგი ერევანში გაფრინდება. მის ვიზიტს სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ქართველი პოლიტიკოსები.

 

დღის ამბები