16 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
მამუკა მდინარაძე გვარამია-მელიას გაერთიანებაზე: ამ ორი შეწყალებული თუ საწყალი, სალომესგან გასაწყლებული კრიმინალის ერთობა ბარიერს ვერ გადალახავს

"ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გაერთიანების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კითხვაზე, თუ რა პერსპექტივა აქვს მათ გაერთიანებას, მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ ისინი ბარიერს ვერ გადალახავენ.

"რა ოპოზიციაც გვყავს, ისე ნიკა გვარამია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მათი მხრიდან აბსოლუტურად რელევანტური იქნება. ამ ორი შეწყალებული კრიმინალის ერთობა, რას იზამს- ამაზე მარტივი დასკვნა შეიძლება გამოიტანო. ვიმეორებ, ორი შეწყალებული თუ საწყალი, სალომესგან გასაწყლებული კრიმინალის ერთობა ბარიერს გარანტირებულად ვერ გადალახავს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები