რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტს გამოეხმაურა. მარია ზახაროვა ამტკიცებს, რომ რეგიონის მიმართ რუსეთის პოლიტიკა მისი "დამშვიდებისკენაა" მიმართული და სწორედ ეს არ აწყობს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს.
"NATO-ს ამოცანა-მაქსიმუმი სამხრეთ კავკასიაში მეორე ფრინტის გახსნაა," - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი.
მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს თბილისისთვის კოალიციური სტანდარტების თავზე მოხვევა, ასევე, NATO-ს ძალისხმევები მიმართულია ერევნის მოსკოვთან კავშირების დისკრედიტაციაზე, ბაქოს შემთხვევაში, კი ალიანსი აზერბაიჯანი-რუსეთის პარტნიორულ ურთიერთობებში შუღლის შეტანას ცდილობს.