16 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
"უკრაინა გაიმარჯვებს, თუ ამ ომიდან თავისუფალ, სუვერენულ ქვეყნად გამოვა" - ჯეიკ სალივანი

"უკრაინა გაიმარჯვებს, თუ ამ ომიდან თავისუფალ, სუვერენულ ქვეყნად გამოვა," - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროებისთვის საჭირო დახმარების, აღჭურვილობისა და იარაღის მიწოდება გადამწყვეტი სამხედრო განზომილებაა, რათა ბრძოლის ველზე ეფექტიანად შეძლონ იმის კეთება, რაც სჭირდებათ.

"დღეს უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და რას ნიშნავს ეს? - ეს ნიშნავს, რომ უკრაინა ამ ომიდან გამოვა სუვერენულ, დამოუკიდებელ, თავისუფალ, სამომავლო აგრესიის შეკავების შესაძლებლობის მქონე ქვეყნად, ძლიერი, დინამიური დემოკრატიით, ღრმა დემოკრატიული ინსტიტუტებით, ეკონომიკით, რომელიც იზრდება არა მხოლოდ ტრადიციულ დარგებში, არამედ მაღალი ტექნოლოგიების სფეროშიც, სფეროში, რომელშიც თქვენ ინოვაციებს ნერგავთ, და რუსული თავდასხმების ფონზეც ინოვაციებს ნერგავთ. აი რას ნიშნავს გამარჯვება," - განაცხადა სალივანმა.

დღის ამბები