"რუსული კანონის ინიციირება დაამთხვიეთ იმ კვირას, რომელიც იწყება 31 მარტიდან და გრძელდება 9 აპრილამდე, რომელიც საქართველოს უახლოესი ისტორიისთვის არის ყველაზე დატვირთული ეროვნული სულისკვეთებით, მაგრამ თქვენ ხომ არ გაგაჩნიათ არც ეროვნული და არც ევროპული სულისკვეთება,"-ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, რომ კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ პარლამენტს ხელახლა წარედგინოს.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს არის ქართველი ხალხისა და ჩვენი პარტნიორების გამოწვევა.
"რუსული კანონის ინიციირება დაამთხვიეთ იმ კვირას, რომელიც იწყება 31 მარტიდან და გრძელდება 9 აპრილამდე, რომელიც საქართველოს უახლოესი ისტორიისთვის არის ყველაზე დატვირთული ეროვნული სულისკვეთებით, მაგრამ თქვენ ხომ არ გაგაჩნიათ არც ეროვნული და არც ევროპული სულისკვეთება.
ევროპისგან მივიღეთ ერთგვარი ავანსი და დღეს "ოცნება" დაკავებულია ჩვენი გზის და ჩვენი მომავლის საბოტაჟით.
არა სანქციებთან შეერთებას, ცხადია, არა და არა დეპოლარიზაციას და ამას ემსახურება ყველა ინიცირებული კანონი, ეს იქნება პროვოკაციული ლგბტ-ზე, თუ დღეს რუსული კანონი.
ეს ყველაფერი არის პირდაპირი გამოწვევა საკუთარი ხალხის. ცხადია, ამავე დროს გამოწვევა ჩვენი პარტნიორების, რომლებმაც ავანსად მოგვცეს კანდიდატის სტატუსი.
პასუხი ამ ყველაფერზე, ამ უზრდელობაზე, უხეშობაზე და საქართველოს მიმართ, ეს არის არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმა,"-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს გაირკვა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს უმრავლესობა პარლამენტში ხელახლა წარადგენს.