პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოდის - მისი თქმით, ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაცია. განცხადება მამუკა ხაზარაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
"ერთობლივი ძალებით უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა და ამ პროცესში უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაცია. ჩვენ - "ლელო" მზად ვართ პირველი ნაბიჯი გადავდგათ. ვაცხადებთ მორატორიუმს და მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას ურთიერთთავდაუსხმელობისკენ. ჩვენი დებატები უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ "ოცნების" დემონტაჟს.
"ლელო" მზად არის დაიწყოს დიალოგი ყველა ძალასთან, რომელიც მზად არის ალტერნატიული პლატფორმის ფორმირებაში მონაწილეობა მიიღოს და ყველაფერს გავაკეთებთ ამ პროცესის შესაქმნელად," - აცხადებს "ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.