16 ნოემბერი 2024,   10:59
ვრცლად
მთავარი არის ძალადობას არა, მოლაპარაკებას არა და გავაგრძელოთ ასე მშვიდობიანად, მივიდეთ არჩევნებამდე - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე პროტესტი არის საზოგადოებრივი.

ექსპრეზიდენტის თქმით, მთავარია ძალადობისგან თავი შეიკავონ და მოლაპარაკებებს არ დათანხმდნენ.

"ახლა ისე კარგად მიჰყავს საზოგადოებას, საზოგადოებრივი პროტესტი ისე კარგად მიდის, რომ ახლა ეს საჭიროება ნაკლებია. მთავარი არის ძალადობას არა, მოლაპარაკებას არა და გავაგრძელოთ ასე მშვიდობიანად, მივიდეთ არჩევნებამდე," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები