16 ნოემბერი 2024,   11:00
ვრცლად
თუ მოხდება კანონის ისე შეცვლა, რაც დააკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს, ეს გააძლიერებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას - ჯეიმს ო"ბრაიენი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯეიმს ო"ბრაიენი პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტებს, რაც არის ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში.

როგორც ჯეიმს ო"ბრაიენმა აღნიშნა, იმედს გამოთქვამს, რომ კანონპროექტი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად დაკმაყოფილდება.

"როდესაც აქ ჩამოვედი, ცოტა დამაბნეველი იყო, 2 სხვადასხვა ტიპის საუბრები მიმდინარეობდა. ერთი მიმართულება ეხება კანონს, რომელიც შეეხება უცხოურ გავლენას. ერთ-ერთი მიმართულება არის ამ საუბრების, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა ზოგადად დაფინანსებასთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ ზოგიერთი დასავლელი დამფინანსებელი არ არის ისეთი გამჭვირვალე, როგორიც უნდა იყოს.

რაც შეეხება ჩვენ მოსაზრებას და ჩვენს სათქმელს ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვამბობთ, რომ ასეთი საკითხების რეგულირებაში საქართველო უნდა იყოს შესაბამისობაში, ის, რაც არის ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ არც თავად პროცესი და არც თავად კანონი არ არის შესაბამისობაში იმ სტანდარტებთან, რაც არის ევროკავშირში და რაც მოეთხოვება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვიხილავთ ამ საკითხის ისე განხილვას, რომ ეს იყოს შესაბამისობაში ევროკავშირის მოთხოვნებთან. ჩვენ მანამდეც ძალიან მკაფიოდ აღვნიშნეთ, რომ ეს ნაბიჯები მანამდე უნდა გადადგმულიყო და იქნებოდა გარკვეული შედეგი, თუკი ეს კანონი მიიღებოდა.

რადგანაც საქართველოს სურვილი არის ევროკავშირისა და NATO-სკენ სწრაფვა და ამ ორგანიზაციებში გაწევრიანება, შესაბამისად, არის გარკვეული სტანდარტები, რომელიც ამ ორგანიზაციებს გააჩნიათ, აღნიშნული კანონი უნდა იყოს ამ წესებთან და კანონებთან შესაბამისობაში. საქართველოს გადაწყვეტილება, რომ არ იყოს შესაბამისობაში ევროკავშირთან და ევროკავშირის სტანდარტებთან, ეს იქნება უარყოფა იმ განაცხადისა, რაც არის დაფიქსირებული კონსტიტუციაში და რაც გულისხმობს ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებას.

ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ სხვადასხვა გამოკითხვებითა თუ თავად "ქართული ოცნების" განცხადებების თანახმად, ეს არის ის გზა, რაც ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას სურს და ჩვენ მზად ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ამ გზაზე. შესაბამისად, დღევანდელი საუბრების შედეგად, თუკი მოხდება ამ კანონის ისე შეცვლა, რაც დააკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს, ეს გააძლიერებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, ურთიერთობას და არა ვთქვათ თუკი დარჩება ისე, როგორც არის ახლა," - განაცხადა ჯიმ ო"ბრაიენმა.

დღის ამბები