16 ნოემბერი 2024,   11:01
ვრცლად
ილია დარჩიაშვილი ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ლიეტუველ, ლატვიელ, ესტონელ და ისლანდიელ კოლეგებთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან, ბაიბა ბრაჟესთან, მარგუს ცაჰკნასთან და სორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილვადოტირთან შეხვედრა გამართა.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. ილია დარჩიაშვილმა კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ამ მიმართულებით დაგეგმილ შემდგომ ნაბიჯებზე, ასევე შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული და ევრო- ატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევადობას და ამ კუთხით პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას.

გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების საჭიროებაზე და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ აღნიშული კანონის მიღების მთავარ მიზანს, ქვეყანაში გამჭვირვალობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა დაადასტურეს მზაობა გააგრძელონ შემდგომი თანამშრომლობა.

დღის ამბები