ძალადობა ყოველთვის წარმოშობს ძალადობას და ეს ძალიან მძიმეა, ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ ეს ყველაფერი შევაჩეროთ - ამის შესახებ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
"ჩვენ ყველაფერი გაშიფრული გვაქვს, თუ ვინ დგას ამ აქციების უკან, ვინ არის ის რადიკალური დაჯგუფებები, უცხოეთიდან ვინ არის ის დონორები, საიდან ფინანსდება და ა.შ. ყველაფერი ცხადი და ნათელია.
მაიდანი საქართველოში ვერ მოხდება, ეს არ არის იანუკოვიჩის ხელისუფლება და არც შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლება. ამასთან დაკავშირებით ითქვა უკვე ერთხელ.
აქციის ჩატარება შეუძლიათ ამ ახალგაზრდებს, ხელს არავინ არ შეუშლისო. დღეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ცხადია, არის თავისუფალი, არ არის შეზღუდული, ყველას აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ამა თუ იმ ფორმით, მთავარია ეს კანონის ფარგლებში იყოს და მე პრობლემას ვერ ვხედავ, თუმცა, რა თქმა უნდა, არც ერთი ახალგაზრდა, მე არ ვსაუბრობ იმ რადიკალურ და რევოლუციურ დაჯგუფებებზე და მათ წარმომადგენლებზე, მაგრამ ბევრია იქ ისეთი ახალგაზრდა, რომელიც შეიძლება გულწრფელია თავისი ემოციებით, შეხედულებებით, მე არავინ არ მემეტება იქ დგომისთვის, თუნდაც დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის, რაც ხდება ხოლმე ბოლო დღეების განმავლობაში, ეს შეურაცხყოფები, ერთმანეთთან დაპირისპირება, ბულინგი. არ არის ეს კარგი და არ მგონია ამ ყველაფერმა კარგ შედეგებამდე მიიყვანოს ქვეყანა.
ძალადობა ყოველთვის წარმოშობს ძალადობას და ეს ძალიან მძიმეა. ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ ეს ყველაფერი შევაჩეროთ.
მაგალითისთვის ვიძახი, როდესაც მდინარაძეს მიეპარა ელისაშვილი, რა განცხადებები კეთდებოდა ოპოზიციონერების მხრიდან.
ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ფაქტები და რა თქმა უნდა, ყოველთვის ვგმობ ძალადობას და ყოველთვის ეს იყო ჩემი დამოკიდებულება. არა მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას, იმ სიტყვიერ ძალადობასაც, რისი თანამომსწრენი ვართ დღეს და რაც ხდება სოციალურ ქსელში, რეებს წერენ ადამიანებს თუ განსხვავებული მოსაზრება აქვს, თუ აქციაზე არ დგას ახალგაზრდა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი ბულინგი და შეურაცხყოფა მიმდინარეობს ამ ადამიანების მიმართ, ეს წარმოუდგენელია უბრალოდ. ამიტომ ვამბობ, ძალადობას ყოველთვის მოჰყვება ძალადობა და ეს ყველამ ერთად უნდა შევაჩეროთ, ყველამ უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის," - განაცხადა კახა კალაძემ.