16 ნოემბერი 2024,   10:57
ვრცლად
არ მიყვარს მხოლოდ მედიის ანგარიშებზე დამოკიდებულება - ყოველთვის უკეთესია საკითხების პირისპირ განხილვა სრული აზრის ჩამოსაყალიბებლად - ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე

აღსანიშნავია საქართველოში არსებული გარკვეული პოლიტიკური ვითარება - არ მიყვარს მხოლოდ მედიის ანგარიშებზე დამოკიდებულება; ყოველთვის უკეთესია საკითხების პირისპირ განხილვა სრული აზრის ჩამოსაყალიბებლად - ამის შესახებ ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა პაველ ბლაჟეკმა განაცხადა:

"მოხარული ვარ, რომ პრაღაში მეორე ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ორგანიზების შესაძლებლობა მოგვეცა. ფორუმის მთავარი მიზანია გავიგოთ, როგორ ფუნქციონირებს სამართლებრივი სისტემები საქართველოში და ჩვენს ქვეყანაში. თითოეულ ქვეყანას გააჩნია თავისი ისტორიული განვითარების გზა და მნიშვნელოვანია ერთმანეთის ინფორმირება და წარმატებული გამოცდილების გაზიარება ჩვენს სახელმწიფოებს შორის. ევროკავშირი ძალიან დაინტერესებულია, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის ნაწილი და ერთ-ერთი მთავარი სფერო, რომელიც უნდა უზრუნველყოფილი იყოს, გულისხმობს სათანადო ფუნქციონირებას, რასაც ჩვენ ევროკავშირში ვუწოდებთ კანონის უზენაესობას. მთავარი მიზანია საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს მსგავსი მექანიზმების ფუნქციონირება, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს ქვეყნის გაწევრიანების პირობებს.

ორმხრივი შეხვედრა სწორ დროსა და საჭირო ადგილას მიმდინარეობს. საქართველოში ამჟამად აღსანიშნავია გარკვეული პოლიტიკური ვითარება და ძალიან მომგებიანია ჩვენთვის, რომ ყველაფერი პირადად ავხსნათ. ამის შემდეგ მე შემიძლია ჩემი ქართველი კოლეგების მოსაზრებები მივაწოდო ჩვენს პოლიტიკოსებს და ევროპელ პოლიტიკოსებს. არ მიყვარს მხოლოდ მედიის ანგარიშებზე დამოკიდებულება; ყოველთვის უკეთესია საკითხების პირისპირ განხილვა სრული აზრის ჩამოსაყალიბებლად,"- აცხადებს ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი.

პრაღაში ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი მიმდინარეობსრომელიც იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა გახსნეს.

 

დღის ამბები