16 ნოემბერი 2024,   11:01
ვრცლად
ქართული ეკონომიკა ხდება არასტაბილური და მიუღებელი ცივილიზებული სამყაროსთვის - ლევან ხაბეიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

ხაბეიშვილის თქმით, ეროვნული ბანკის გამოტანილი 60 მილიონი დოლარი კიდევ უფრო მეტად დააზიანებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას.

"ქართული ეკონომიკა ხდება არასტაბილური და მიუღებელი ცივილიზებული სამყაროსთვის. რამდენიმე დღეში, საჭირო გახდა 60 მილიონი დოლარის გამოტანა და ეს ეროვნულმა ბანკმა გააკეთა ლარის კურსისთვის, ეს არ იქნება ნამდვილად საკმარისი, რადგან კიდევ უფრო მეტად დამძიმდება სიტუაცია,"- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები