16 ნოემბერი 2024,   11:03
ვრცლად
ვატო შაქარიშვილი პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტზე: დღევანდელი ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას უმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ახალ მსოფლიო წესრიგში

საზოგადოებრივი მოძრაობის "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თურქეთში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი თქმით, ხელისუფლება საქართველოს ღირსეულ ადგილს უმკვიდრებს ახალ მსოფლიო წესრიგში, რაზეც ანკარაში გამართული უმაღლესი დონის მიღებაც მეტყველებს. რაც შეეხება ოპოზიციას, შაქარიშვილის განცხადებით, მათ შეუძლიათ, ჟიგიმანტას პავილიონისისა და მიხაელ როთის მსგავს ფიგურებს დაუკრან ტაში.

"იზოლაციაში მყოფი" მთავრობის მეთაურის, უმაღლესი დონის მიღება NATO-ს წევრი უძლიერესი სახელმწიფოს და რეგიონული ლიდერის - თურქეთის დედაქალაქში!

იმათმა დაუკრან ტაში ჟიგიმატასებს და როთებს…

დღევანდელი ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას უმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ახალ მსოფლიო წესრიგში!" -წერს ვატო შაქარიშვილი.

დღის ამბები