16 ნოემბერი 2024,   10:59
ვრცლად
ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, საკუთარი ქვეყნის ფინანსური მდგრადობის საკითხი დაუკავშირონ თავიანთ მიზნებს - შალვა პაპუაშვილი ხაბეიშვილის განცხადებაზე

ლარის კურსის გაუარესებას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღებას უკავშირებს ლევან ხაბეიშვილი. "ნაციონალური მოძრაობა" ეკონომიკურ კოლაფსს პროგნოზირებს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია თემით სპეკულირებს. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არის მოკლევადიანი პროცესი, რომელიც აქამდეც არაერთხელ ყოფილა.

"მე რამდენადაც ვიცი, ეს არის ჩვეულებრივი მოკლევადიანი მომენტი, რომელიც არაერთხელ ყოფილა და ჩვეულებრივ გადაივლის.

ეს არის სპეკულაციის კიდევ ერთი მცდელობა - საკუთარი ქვეყნის ფინანსური მდგრადობის საკითხი დაუკავშირონ საკუთარ მიზნებს. რთულია, ამ ხალხთან რაიმეზე ისაუბრო,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები