პრემიერ-მინისტრის მიერ შეთავაზებულ დისკუსიაზე აქტივისტთა ნაწილი უარს ამბობს, ნაწილი კი აცხადებს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ დისკუსია მათთვის სასურველი შედეგით არ დასრულდება.
მოძრაობა "თავისუფლებისთვის“ აქტივისტი განმარტავს, რომ კანონში ცვლილებები ვერ შევა და შედეგის მოლოდინიც ამიტომ არ აქვთ.
"თუ ამას საჯარო დისკუსიის სახე ექნება, მზად ვართ მივიდეთ არგუმენტებით. უბრალოდ, მე არ მგონია, რომ ამით კონკრეტულ შედეგამდე მივიდეთ. ამ კანონში ცვლილებები ვერ შევა, როგორც პრეზიდენტმა თქვა, ეს კანონი არის რუსული და ვერ გაკეთილშობილდება," - აცხადებს სტუდენტური მოძრაობა "თავისუფლებისთვის" წევრი ნიკო მანაგაძე.