16 ნოემბერი 2024,   10:59
ვრცლად
ვეტოს პროცედურა კონსტიტუციის მიხედვით შეუძლებელია განხორციელდეს მოტივირებული შენიშვნების გარეშე - გივი მიქანაძე

საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის დასკვნისა და პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. მმართველი გუნდი მზად არის, ვეტოს დაძლევის პროცედურის დროს სამართლებრივი შენიშვნები განიხილოს და კანონშიც ასახოს, თუმცა უკვე ცნობილია ზურაბიშვილის პოზიცია - პრეზიდენტი მოტივირებული შენიშვნების წარდგენას არ აპირებს.

სადაო კანონპროექტზე კი, თბილისი ვენეციის კომისიის დასკვნას მომავალი კვირიდან ელის.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, ვეტო მოტივირებული შენიშვნების გარეშე ვერ განხორციელდება. 

"ვეტოს პროცედურა კონსტიტუციის მიხედვით შეუძლებელია განხორციელდეს მოტივირებული შენიშვნების გარეშე. სხვა ფორმატს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, ამიტომ მისი მხრიდან ეს განცხადება უფრო პოლიტიკური ხასიათის არის.ზურაბიშვილისგან ბოლო პერიოდში შევეჩვიეთ კონსტიტუციის დარღვევას და მისგან არაფერი არ არის გამორიცხული.

ვენეციის კომისია რას დაწერს, რა თქმა უნდა, წინასწარ არ არის ცნობილი, თუმცა თუ კომისიის დასკვნაში იქნება სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებული პოზიციები, ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას რომ განვიხილოთ ის, თუკი ზურაბიშვილის მხრიდან იქნება მოტივირებული შენიშვნების ფორმატში იქნება წარმოდგენილი, თუკი ამ ფორმატში არ იქნება, შესაძლებლობა არ იქნება პროცედურულად, რომ ამ რეკომენდაციების განხილვა მოხდეს, იქიდან გამომდინარე რომ ეს ყველაფერი არის რეკომენდაციული ხასიათის და არა სავალდებულო," - აცხადებს გივი მიქანაძე. 

დღის ამბები