"ყველამ მიხედოს თავის სახელმწიფოს" - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებებს, რითაც მათ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა მოიწონეს.
გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ეს საქართველოს საქმეებში უხეში ჩარევა და 3000-წლიანი სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყნის შეურაცხყოფაა.
"რაც შეეხება ლიეტუვის და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს - მე მგონია, რომ პირველ რიგში, ისინი შეურაცხყოფას აყენებენ თავიანთ თავს და ქვეყანას, როდესაც გამოდიან, სხვა ქვეყანაში პირდაპირ, უხეშად ერევიან და შეურაცხყოფას აყენებენ, მინიმუმ, 3000-წლიანი სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყანას და ქართველ ხალხს. ყველამ მიხედოს თავის სახელმწიფოს.
მიზანი არის ერთადერთი - რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლებაში იმ ძალების მოყვანა, რომელიც დათანხმდება უცხოურ ძალებს აქ მეორე ფრონტის გახსნაზე,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.