16 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
მე არასოდეს მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, ის, რის გამოც არის საპატიმროში, ეს საქმეები არსებობს - თეონა აქუბარდია სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საქმეზე "სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ", შეფასებები გაკეთდა ოპოზიციაში. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმერების ჯგუფ" წევრი, თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ მისთვის მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არც არასდროს ყოფილა. 

"მე არასოდეს არ მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, ის, რის გამოც არის საპატიმროში, ეს საქმეები არსებობს. ეს იყო მთავარი დაპირება, მათ შორის, 2012 წელს, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ სააკაშვილს და რამდენიმე ჩინოსანს შეეხო. "ნაციონალური მოძრაობის" უმრავლესობა გადმოიბარა თავის გუნდში "ქართულმა ოცნებამ", - აცხადებს თეონა აქუბარდია.

სტრასბურგის სასამართლომ, მიხეილ სააკშვილის სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტყილებაში დაწერა, რომ: "არ არსებობს საფუძველი, რათა ეჭვი შევიტანოთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში“.

 

დღის ამბები