16 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
ბლინკენმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ეს კანონი არ წერია დემოკრატიული სამყაროს სივრცეში - გრიგოლ გეგელია

პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომელმაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი გააკრიტიკა და თქვა, რომ მოსალოდნელია, შტატები საპასუხოდ მოქმედებაზე გადავიდეს. ოპოზიცია მმართველ გუნდს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მოწოდების გათვალისწინებას ურჩევს.

როგორც "ლელოში" აცხადებენ, სანქციები ხელისუფლების წინააღმდეგ რეალური იქნება.

"ბლინკენმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ეს კანონი არ წერია დემოკრატიული სამყაროს სივრცეში და იმ ურთიერთგაგების სივრცეში, რაც ამერიკას და საერთაშორისო თანამეგობრობას გააჩნია საქართველოსთან. შესაბამისად, აშშ იმოქმედებს ძალიან მკაფიოდ, სანქციები მოდის, იქნება რეალური," - აღნიშნა "ლელოს" წევრმა გრიგოლ გეგელიამ.

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას შეფასებით კი, ბლინკენის მოწოდებაც არის ბოლო წითელი ბარათი მმართველი გუნდისთვის.

დღის ამბები