16 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
ევროკომისარი საქართველოს პრემიერთან სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

"ჩემი სატელეფონო საუბრისას საჭიროდ ვიგრძენი, რომ პრემიერის ყურადღება მიმექცია იმ მნიშვნელობის შესახებ, რომ ამ კანონის მიღებით არ გამწვავდეს ისედაც მყიფე ვითარება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი პოლარიზაცია და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო სიტუაცია. ამასთან დაკავშირებით, სლოვაკეთის ბოლო ტრაგიკული მოვლენა იყო მოყვანილი, როგორც მაგალითი იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს საზოგადოებაში პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ, თუნდაც ევროპაში“, - აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.

როგორც ევროკომისარი აცხადებს, ზარის ერთი ნაწილი "კონტექსტიდან არის ამოღებული".

"კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არა მხოლოდ მთლიანად იქნა ამოღებული კონტექსტიდან, არამედ საზოგადოებისთვის იყო წარმოდგენილი ისე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველი მიზნის სრულად არასწორი ინტერპრეტაცია. მე კვლავ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, არ მიიღოს ეს კანონი. მე ვაგრძელებ ქართველების მხარდაჭერას, რომლებიც მიისწრაფვიან ევროპული მომავლისკენ“, - აღნიშნავს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი.

დღის ამბები